სოფელ ურაველში 40 წლის მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო. შემთხვევა 23 ნოემბერს, დაახლოებით, სამ საათზე მოხდა. ბ.მ. ჩამომხრჩვალი სახლთან ახლოს შვილმა გამთენიისას იპოვა.
ურაველში სუიციდის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად სოციალურ პრობლემებს ასახელებენ.
გარდაცვლილს მეუღლე და ოთხი შვილი დარჩა.
ფაქტი ცნობილია შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.