გადატენილი იარაღის პირში ჩადება და მუქარა, პოლიეთილენის პარკით მოგუდვის იმიტაცია და ეთნიკური ნიშნით შეურაცხყოფა_დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულმა არტურ იგიტიანმა, დღეს სასამართლო პროცესზე კიდევ ერთი პირი ამოიცნო, რომელიც მისივე თქმით, სასურველი ჩვენების მიღებას, აღნიშნული მეთოდებით ცდილobs.
sამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომელმა ლევან ზარიძემ, სასამართლო პროცესზე იგიტიანის ბრალდებები კატეგორიულად უარყო და განაცახადა, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
ბრალდებულების ადვოკატი ამბობს, რომ იგიტიანი, ნალბადიანი და კარაპეტიანი სათითაოდ შეჰყავდათ დეტექტივების სამმართველოს უფროსთან, სადაც მათი წამება გრძელდებოდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა მაიზერ ბაბლუანის თქმით, ბრალდებულები ამ დრომდე არ დაკითხულან.
ლევან ზარიძის გარდა სხდომაზე წალკის საამართველოს ორი პლიციელიც დაიკითხა, რომლებმაც საქმის ირგვლივ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე ისაუბრეს. შემდეგი სასამართლო სხდომა 2 დეკემბერს ჩაინიშნა.