სამშენებლო კომპანია „სამცხე 21-ეს“ დირექტორის სასამართლო სხდომა დასკვნით ეტაპზე გადადის. მომდევნო სხდომაზე ბრალდებული გურამ ფარცახაშვილი საბოლოო სიტყვას იტყვის, რის შემდეგაც მოსამართლე გიორგი ლონდარიძე განაჩენს გამოიტას.
დღევანდელ პროცესზე ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წაიკითხეს. შემდეგი სასამართლო სხდომა 12 ნოემბერს 17 საათზე ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ შპს “სამცხე 21–ეს” დირექტორს, გამოძიება 33 400 ლარის ოდენობით, თანხის უკანონოდ მითვისებას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, ასპინძის ქუჩის 28–ე კორპუსის გადახურვის დროს, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, ხე–მასალა უკანონოდ გამოიყენა, რომელიც გამგეობას უსასყიდლოდ ფინანსთა სამინისტრომ გადასცა. გარდა ამისა, გაცილებით ნაკლები მასალა დაიხარჯა ვიდრე პროექტში იყო მითითებული.