არჩევნების თემაზე ახალციხეში ტრენინგი ჩატარდა. ორი დღის განმავლობაში სკოლის მოსწავლეებმა და სტუნდეტებმა საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობის მოდელზე, ქვეყნის მართვის პროცესში ამომრჩევლის მონაწილეობის გზებზე, ასევე არჩევითი ორგანოების ფორმირებასა და ქვეყანაში არსებულ საარჩევნო კანონმდებლობაზე ისაუბრეს.
ტრენინგს რეგიონული მედიის ასოციაციის იურისტი პაატა ცნობილაძე და მოწვეულ ტრენერი ქეთევან მამამთავრიშვილი უძღვებოდნენ, რომელიც საინორმაციო სააგენტო „სამხრეთის კარიბჭე“-ში გაიმართა.
ტრენინინგის მეორე დღე იმიტირებული საარჩევნო პროცესით გაგრძელდა. ახალგაზრდებმა არჩევნების იმიტაცია და ყველა ის პროცედურა შეასრულეს, რაც საარჩევნო უბნის გახსნიდან მისი დახურვის პერიოდამდე ხდება.ტრენინგის მონაწილეებმა სერთიფიკატები მიიღეს.
ღონისძიება „რეგიონული მედიის ასოციაციის“ პროექტის – „რეგიონული მედია ახალგაზრდების საარჩევნო ინფორმირებისა და განვითარებისთვის“ – ფარგლებში ჩატარდა. რომელსაც „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი“ აფინანსებს.
როგორც ტრენინგის ორგანიზატორები აცხადებენ, მონაწილეთათვის გამოცხადდება კონკურსიც, სადაც მათ შესაძლებლობა მიეცემათ წარადგინონ, საუკეთესო ესსე, საუკეთესო ფოტო და საუკეთესო სლოგანი.