World Vision-მა სასტუმრო ,,ლომსია”–ს საკონფერენციო დარბაზში, ახალციხე – ადიგენის გამგეობისა და სოციალური სააგენტოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, სადაც ბავშვთა მიმართ ძალადობაზე იმსჯელეს.
2016 წლის 12 სექტემბერს მთავრობის დადგენილებით ბავშვთა დაცვის მიმართულების რეფერირების შესახებ დოკუმენტი შეიქმნა, რომელიც ბავშვთა მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობისგან დაცვის რეგულაციას გულისხმობს. დადგენილების მიღების შემდეგ სამცხე–ჯავახეთი პირველი რეგიონია, რომელიც აღნიშნულ პროექტში ჩაერთო.