ახალციხეში 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროეტის საჯარო განხილვა მოეწყო. არასამთავრობო ორგანიზაციები და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები, ქვეყნის მთავრ ფინანსურ დოკუმენტს გაეცვნენ და საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.
ახალხციხის ადმინისტრაციულ შენობაში 2016 წლის სახელმწიფოს ბიუჯეტის საჯარო განხილვა მოეწყო. პარლამენტის წევრებმა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და თვითმმართველობების ხელმძღვანელ პირებს, ის პროექტები გააცნეს, რომლთა განხორცილებსაც სახელმწიფო მომავალი წლის ბიუჯეტში აპირებს.
სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვას, პარლამენტის წევრი და ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატიც დაესწრო. ვაჟა ჩიტაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ფინანსური დოკუმენტის განხილვაში მონაწილეობას აქტიურად იღებს, თუმცა მას მხარს არ დაუჭერს.
ადმინისტრაციულ შენობაში შეხვედრას, სამცხე-ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი დაესწრო. მათ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შესახებ თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს. მომავალი წლის მთავრი ფინანსური დოკუმენტის ირგვლივ შენიშვნები აქვს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელსაც.
2016 წლის მთავარ პრიორიტეტებთან დაკავშირებით, საჯარო განხილვები უკვე შედგა თელავში, ქუთაისში,ფოთში, რუსთავში, ოზურგეთსა და ბათუმში. ახალციხის შემდეგ დისკუსია გორში გაგრძელდება. მომავალი წლის ბიუჯეტი სავარაუდოდ 9 მილიარდი ლარით, წლის ბოლომდე უნდა დამტკიცდეს.