ხმაურით დასრულდა სხდომა ახალციხის რაიონულ სასამართოლოში. დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულებისა და მოკლული სარქის აკოფიანის ახლობლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სიტუაციის განსამუხტად ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულნი.
იგიტიანის, ნალბანდიანისა და კარაპეტიანის პროცესზე ბრალდების მხარის 5 მოწმე – კრიმინალური ექსპერტები და სამართალდამცველები დაიკითხნენ. პოლიციელებმა ის ეპიზოდი გაიხსენეს, როდესაც ერთ-ერთი ბრალდებულის აღიარებითი ჩვენების შემდეგ, დაკავებული სამი პირის გადაადგილების ადგილი მოინახულეს.
ადვოკატი მაიზერ ბაბლუანი ჟურნალისტებთან საუბრისას ირწმუნება, რომ ტერიტორიის დათვალიერებისას მათთან ერთად, პოლიციელი ზორაიაბ იგიტიანიც იმყოფებოდა, რომელმაც დაცვის მხარის მტკიცებით, ბრალდებული 14 საათის განმავლობაში აწამა და აიძულა დანაშაული ეღიარებინა. აღნიშნულ ადგილზე იგიტიანის ყოფნის ფაქტი სასამართლო სხდომაზე ერთმა პოლიციელმა უარყო, ხოლო მეორემ – ვერ გაიხსენა.
საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 6 ნოემბერს 15 საათზე ჩინიშნა.