მზის საშრობების, კოლექტორების დამზადება, შენობებისა და ბინების თბოიზოლაცია – ეს ის თემებია, რომელსაც ქართველი და სომეხი მონაწილეები აწყურის ბანაკში ტრენინგზე ერთობლივად განიხილავენ.
პროექტის „ტყის მდგრადი განვითარება განახლებადი ტექნოლოგიის
დანერგვის გზით“ ფარგლებში ტრენინგის მონაწილეებმა ბანაკის
ტერიტორიაზე ფიჭვის 107 ნერგი დარგეს.
პროექტის მიზანი ტყის გაშენებისა და მოვლის პარალელურად, მზის
ენერგიის ტექნოლოგიების დანერგვა და შეშაზე მოთხოვნილების
შემცირებაა.
აწყურის ბანაკში მიმდინარე ტრენინგში საქართველოსა და სომხეთის 20
მოქალაქეა ჩართული.
სამომავლოდ ანალოგიური სახის ტრენინგი ჩატარდება სომხეთშიც, რისთვისაც
ოცკაციანი ჯგუფი ახალი მონაწილეებით დაკომპლექტდება.