ახალციხის
მუნიციპალიტეტის გამგეობამ კონკურსი მეოთხედ გამოაცხადა.
ტესტირებისა და გასაუბრების შედეგად, 23 ვაკანტურ ადგილზე პირები
ადმინისტრაციულ, საფინანსო–საბიუჯეტო, იურიდიულ, ეკონომიკურ,
შესყიდვების, ინფრასტრუქტურის და აუდიტის სამსახურებში შეირჩევიან.
რამდენიმე სოფელში, ამ დრომდე ვაკანტურია გამგებლის წარმომადგენლებისა
და მათი თანაშემწეების პოზიციებიც. კონკურსი გამოცხადებულია მათ
თანამდებობებზეც. განაცხადების მიღების ბოლო ვადა 8 ნოემბერია.
შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ კონკურსი 3–ჯერ უკვე გამოაცხადა, თუმცა ზემოაღნიშნულ 23 პოზიციაზე კანდიდატები ვერ შეირჩნენ.