ახალი ამბები
კულიკამის მოსახლეობამ ახალქალაქის მერიის წინ აქცია გამართა
6 ივლისს კულიკამის მოსახლეობამ აქცია გამართა. პროტესტის ნიშნად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის წინ 150-მდე ადგილობრივი შეიკრიბა. მიზეზი კულიკამის ცენტრალურ ადგილას უსწორმასწორული გზაა, რომელიც საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული დღემდე არ შეუკეთებიათ. პირველ ივლისს, გზის გასასწორებლად მათ მთავრობისთვის თხოვნით მიუმართავთ, თუმცა დაპირება აქამდე არ შესრულებულა.

დღეს მათ ახალქალაქის მერს, ცურიკ უნანიანს შეხვდნენ. პირველად მერიაში რამდენიმე ადგილობრივი ავიდა. მერმა მათ  სილის გასაზიდად, ოთხ სატვირთო მანქანის გამოყვანა შესთავაზა, თუმცა კულიკამის მოსახლეობამ უარი განცხადა.

მეორედ, მერიაში აქციის ყველა მონაწილე შევიდა. ცურიკ უნანიანი დაპირდა, რომ მათ გზის სარეაბილიტაციო გეგმას შეადგენენ, ამ წელს გზას მთლიანად გაასწორებენ. ხოლო დეტალების გასარკვევად და გასაცნობად მერი სოფელ კულიკამში თავად ჩავა.

ინფორმაცია JNEWS.GE ავრცელებს

| Print |