მუსლიმი მოსახლეობის გადასახლებიდან 72 წლის შემდეგ ასოციაცია ტოლერანტში დოკუმენტური ფილმის ჩვენება მოეწყო, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რეპატრირებული მესხები და სოფელ ჩუნჩხის სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე 1944 წლის 15 ნოემბრის ღამე გაიხსენეს, როცა საბჭოთა
კავშირის მაშინდელი მეთაურის, იოსებ სტალინის მითითებით 120 ათასამდე
მაჰმადიანი მესხი საქართველოდან გაასახლეს. ყაზახეთში, ყირგიზეთსა და
უზბეკეთში სამი თვის შემდეგ მხოლოდ 110 ათასამდე ადამიანმა
მიაღწია. ოფიციალური ცნობებით, 10 ათასი მაჰმადიანი
მესხი გზაში დაიღუპა.