ინფორმირებული ახალგაზრდები სახელმწიფოს დემოკრატიოული განვითარებისათვის- პროექტის ფარგლებში, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ახალგაზრდებთან შეხვედრა მოეწყო.
ეს ახალციხეში პირველი შეხვედრა იყო, რომელიც „ინტერნიუსი-საქართველოს“ ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო პროექტის ფარგლებში მომზადებული ფილმი „ახალი თაობა და არჩევანი“, ასევე პროექტის „მედია და ინფორმირებული ამომრჩეველი“ ფარგლებში მომზადებული ფილმი „ახალგაზრდები და არჩევნები“.
ფილმების ჩვენების შემდეგ დისკუსია მოეწყო. ახალგაზრდებმა ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში თანატოლების ჩართულობის მნიშვნელობაზე, ასევე მათი პასიურობის გამომწვევ მიზეზზე ისაუბრეს და იმსჯელეს თუ რა უნდა გაკეთდეს ახალგაზრდა ამომრჩევლის გასააქტიურებლად.
მსგავსი სახის შეხვედრები ახალციხის გარდა ქვეყნის კიდევ 6 ქალაქში მიმდინარეობს.
პროექტი, რომელიც „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება 2015 წლის 15 ივნისს დაიწყო და 15 დეკემბერს დასრულდება.