ჯაბა ნათენაძის ფოტო ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალციხის
ოფისის თანამშრომლებს დღეს, 22 ოქტომბერს, შენობის კარი და
კედლები შეღებილი დახვდათ. შემთხვევა სავარაუდოდ, ღამის 3–დან 4
საათამდე მოხდა. ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიცია.
როგორც ,,მე–9 არხისთვის” გახდა ცნობილი, აღნიშნულ ფაქტთან
დაკავშირებით, შენობის მეპატრონე მერთან შეხვედრას გეგმვს. ,,ერთიანი
ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლები, მომხდარს
რამდენიმე დღის წინ ,,ქართული ოცნების” მიერ გამართულ საპროტესტო
აქციას უკავშირებენ და ამბობენ, რომ ეს მათ წინააღმდეგ აქტივისტების
მორიგი ქმედებაა. ნაციონალები საქმის გამოძიებასა და
მიმდინარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულ სათვალთვალო ვიდეო კამერებში
ასახული მასალის გამოყენებას მოითხოვენ. ადგილზე იმყოფება ,,მე–9
არხის” გადამღები ჯგუფი, შემთხვევასთან დაკავშირებით, მასალებს
პერიოდულად მოგაწევდით.
![12115929_1067609049925110_1076230818478799983_n](/images/old/2015/10/12115929_1067609049925110_1076230818478799983_n.jpg?w=225)
ჯაბა ნათენაძის ფოტო
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალციხის ოფისის თანამშრომლებს
დღეს, 22 ოქტომბერს, შენობის კარი და კედლები შეღებილი დახვდათ.
შემთხვევა სავარაუდოდ, ღამის 3–დან 4 საათამდე მოხდა. ადგილზე
იმყოფებოდა საპატრულო პოლიცია.
როგორც ,,მე–9 არხისთვის” გახდა ცნობილი, აღნიშნულ ფაქტთან
დაკავშირებით, შენობის მეპატრონე მერთან შეხვედრას გეგმვს.
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ოფისის
წარმომადგენლები, მომხდარს რამდენიმე დღის წინ ,,ქართული ოცნების”
მიერ გამართულ საპროტესტო აქციას უკავშირებენ და ამბობენ, რომ ეს მათ
წინააღმდეგ აქტივისტების მორიგი ქმედებაა. ნაციონალები საქმის
გამოძიებასა და მიმდინარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულ სათვალთვალო
ვიდეო კამერებში ასახული მასალის გამოყენებას მოითხოვენ.
ადგილზე იმყოფება ,,მე–9 არხის” გადამღები ჯგუფი, შემთხვევასთან
დაკავშირებით, მასალებს პერიოდულად მოგაწევდით.