ახალი ამბები
„პომპეუსთან ხაზი გავუსვი თავისუფალი არჩევნების ჩატარების შესახებ“ - გიორგი გახარია
ამერიკის შეერთებულ შტატების სახელმწიფო მდივანთნ სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელით გაავრცელა საქართველოს პრემიერ მინსტრმა გიორგი გახარიამ.

მასში აღნიშნულია, რომ მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები განიხილეს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სახელმწიფო მდივნამა მაღალი შეფასება მისცა პანდემიასთან ბრძოლის კუთხით საქართველოს მთავრობის ქმედებებს.

„სასიამოვნო იყო სახელმწიფო მდივან პომპეუსთან საუბარი აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობასა და ახალ სფეროებში თანამშრომლობის შესახებ. მას მადლობა გადავუხადე კონსტიტუციური ცვლილებების მხარდაჭერისთვის და ხაზი გავუსვი ჩვენს ვალდებულებას დამოუკიდებელი სასამართლო სისტემისა და ამ შემოდგომაზე თავისუფალი არჩევნების ჩატარების მიმართ“ - განცხადებაში ამბობს საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია.

გიორგი გახარიამ მარკ პომპეუსს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის განგრძობად აგრესიულ ქმედებებზე. კერძოდ, ეთნიკურ ქართველების გატაცებისა და დაკავების ფაქტბზეც.

განცხადებაშივე აღნიშნულია, რომ სატელეფონო საუბრისას ყურადღება დაეთმო მომავალ საპარლამენტო არჩევნებსა და განხორციელების საარჩევნო რეფორმებს.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საპარლამენტო არჩევნების მაქსიმალურად გამჭვირვალე, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების მნიშვნელობას.

| Print |