ახალი ამბები
ასპინძა-ახალქალაქის გზაზე ავარია მოხდა
დღეს 28 ივლისს, დილის 11:00 საათისთვის, ასპინძა-ახალქალაქის გზაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს Ford Transit და მძიმე სატვირთო მანქანა დაეჯახა.

მცირე დაზიანების მქონე მძღოლებს ტრამვები აღენიშნებოდათ, რომლებსაც პირველადი დახმარება მალევე  გაუწიეს. მსხვერპლი არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე -2 ნაწილის შესაბამისად, რაც ნიშნავს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, –  ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

ინფორმაციას Jnews.ge ავრცელებს.
| Print |