ახალი ამბები
ახალციხის მოსახლეობის ნაწილს ტექნიკა დაეწვა
ზარზმელის ქუჩის ოცამდე დაზარალებული ოჯახი დახმარებას ითხოვს. მოსახლეობის თქმით, 29 ივლისს, დაახლოებით 9 სთ-თვის მაღალი ძაბვის მოვარდნის გამო, საოჯახო ტექნიკა გადაეწვათ. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ მერიისა და ენერგო პრო ჯორჯიას წარმომადგენლები.

,,ცხელ ხაზზე მოიწერეს მოქალაქეებმა, რის გამოც გავედით შემთხვევის ადგილზე, სადაც იმყოფებოდნენ ენერგო კომპანიას წარმომადგენლები“ - განაცხადეს მერიაში.

“უკვე დაიწყო იმ ოჯახების აღწერა ვინც დღეს დაზარალდა, დაიწერება განცხადება და ამის შემდეგ ყველა ოჯახს ტექნიკის საფასურს ავუნაზღაურებთ“- განაცხადა ენერგო პრო ჯორჯიას საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსმა.


| Print |