ახალციხეში, რუსთაველის 124 ნომერში მდებარე ეგრეთწოდებული „სამხედრო დასახლების“ რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები დღეს ქალაქის მერმა დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში იგება ასფალტი, კეთდება ბორდიურები. გარდა ამისა, ახლო მომავალში დამონტაჟდება განათების ბოძები, მოხდება ტერიტორიის გამწვანება და დაიდგმება ნაგვის ურნები. ამ ეტპაზე დასახლებში 19 კიპაროსის ხეა დარგული.
აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომაპნია „გზამშენი ორი“ ახორციელებს. სამუშაოებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 12 000 ლარი გამოიყო, თუმცა სატენდერო პირობებით თანხა შემცირდა და ჯამში უბნის რეაბილიტაცია 10 800 ლარზე დავიდა.
ქალაქის მერმა აღნიშნა, რომ მოსახლეობას ტერიტორიაზე არსებული უკანონო შენობების აღება მოუწევთ, რადგან აღნიშნული ქალაქის იერ–სახეს ამახინჯებს.