“ერთიანი ნაციონალური
მოძრაობის” ახალციხის ოფისში “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა
კარები აჭედეს. აქციის 30–მდე წევრი ამ წუთებში ოფისთან არის
შეკრებილი და “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს რუპორებით მოუწოდებენ
ტერიტორია დატოვონ.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აქტივისტები აღნიშნულისთვის ხაშურიდან და ბორჯომიდან შეიკრიბნენ.