ასპინძის მოსახლეობას ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდისა და სტაჟირების პირობები გააცნეს. ადგილობრივებს ინფორმაცია ნოტარიუსმა ეთერ ოთანაძემ მიაწოდა.
საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში სტაჟირების გავლა თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელი პირობებია. გამოცდა 2016 წლის 30 ნოემბერს, ხოლო სტაჟირების კონკურსი – 27 ნოემბერს ჩატარდება.
მომსახურების მისაღებად მოსახლეობას ქალაქში წასვლა უწევთ. იმ შემთხვევაში თუ კონკურსის შედეგად კადრები შეირჩევა, პრობლემა გადაიჭრება. ახალი თანამშრომლები ნოტარიუსის გარეშე დარჩენილ მუნიციპალიტეტებში დაინიშნებიან. აღსანიშნავია ისიც, რომ მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთ სანოტარო სერვისებით სარგებლობა ზედმეტი ხარჯის გაწევის გარეშე შეეძლებათ.
ახლად დანიშნული ნოტარიუსები სამი წლის ვადით, სავალდებულო წესით ინიშნებიან.
ავტორები: ირაკლი ბახტურიძე, ნანა ინასარიძე.