მდინარე მტკვარზე სამი ახალი ჰესი აშენდება.
ენერგეტიკის სამინისტრომ სამცხე-ჯავახეთში, მდ. მტკვარზე
ასაშენებელი „საყუნეთი ჰესის“, „დვირი ჰესის“ და „აწყური ჰესის“
ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობის და
ოპერირების მიზნით, ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა.
სამივე ჰიდროელექტროსადგურის შემთხვევაში, ინტერესთა გამოხატვა კომპანია შ.პ.ს „მტ გრიინ ენერჯის” განაცხადის საფუძველზე გამოცხადდა.
თითოეული ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 10.4 მვტ-ია, წლიური გამომუშავება კი 55.5 მლნ.კვტ.სთ. შესაბამისად, პროექტების ჯამური დადგმული სიმძლავრე 31,2 მგვტ-ია, საშუალო წლიური გამომუშავება 166,5 მლნ კვტ.სთ.
პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება კი 45 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.