ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო სხდომა დღეს ისევ მოწმეების დაკითხვით გაგრძელდა. სხდომაზე მხარეებმა ბორჯომისა და თბილისის ეპიზოდები განიხილეს.
პროცესზე ის თბილისელი სტუდენტიც დაიკითხა, რომელმაც ძებნილი აბულაძე შეიფარა. რატი გელბახიანმა განაცხადა, რომ ბრალდებულის ვინაობა არ იცოდა. ასევე, დაიკითხა, ბორჯომში გარდაცვლილი პოლიციელის გიორგი ბერუაშვილის მეუღლე ნატალია ხუციშვილი.
მან თავისი მეუღლის შესახებ ისაუბრა და ის დღე გაიხსენა, როდესაც გიორგი ბერუაშვილის დაჭრის ამბავი გაიგო. სასამართლოში მოწმის სტატუსით დაბარებულები იყვნენ შალვა აბულაძის მშობლებიც, თუმცა ისინი დაკითხვაზე არ გამოცხადდნენ.
ორი პოლიციელის მკვლელობაში, ორის მკვლელობის მცდელობასა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა -ტარებაში ბრალდებულის სასამართლო სხდომა 21 ოქტომბერს 14 საათზე ჩაინიშნა.