ბორჯომში, მდინარე მტკვარში დაკარგულ ხვიჩა მურაჩაშვილს უკვე მეორე დღეა უშედეგოდ ეძებენ. 1978 წელს დაბადებული მამაკაცი გავრცელებული ინფორმაციით, მდინარეში სილამაზის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან გადახტა. როგორც ბორჯომის სამაშველო სამსახურში აცხადებენ, მტკვარში დაკარგულის მოძებნა ამინდის გაუარესების გამო გართულდა.
ბორჯომის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეტყობინება მამაკაცის მტკვარში გადავარდნის თაობაზე მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს 17:22 საათზე შევიდა. სამცხე–ჯავახეთისა და ბორჯომის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქმეში იმ დღესვე ჩაერთო
ხვიჩა მურაჩაშვილი ბორჯომში ჩარხისწყლის დასახლებაში დედასთან ერთად ცხოვრობდა. მეზობლები ამბობენ რომ პიროვნება პატიმრობაში იმყოფებოდა.
სამძებრო სამუშაოები ბორჯომიდან ახალდაბის მიმართულებით ტერიტორიაზე მიმდინარეობს. მაშველები აცხადებენ, რომ ძებნა მომდევნო დღეებშიც ინტენსიურად გაგრძელდება.
წყარო: ტელეკომპანია “ბორჯომი”