შალვა აბულაძის საქმეზე არსებით განხილვა დღეს ექსპერტების დაკითხვით გაგრძელდა. ახალციხის რაიონულ სასამართლოში ბრალდების მხარემ საქმის 5 ექსპერტი დაკითხა, აქედან ერთი თბილისის, ხოლო დანარჩენი ოთხი ბორჯომის ეპიზოდდთან დაკავშირებით.
ექსპერტებმა დაზარალებულების პირადი ნივთებისა და საქმიდან ამოღებული საბრძოლო მასალის ექსპერტიზის დასკვნები წარმოადგინეს და მის ირგვლივ, დაცვის მხარის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს. როგორც ჟურნალისტებთან შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, ხუთივე ექსპერტის ჩვენება ერთმანეთს ეწინააღმდეგება და მისთვის სარწმუნო არ არის.
დამატებით დეტალებს ადვოკატი დასკვნით სიტყვაში წარადგენს. ორი პოლიციელის მკვლელობასა და ორის მკვლელობის მცდელობაში, ასევე საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებულის შემდეგი სასამართლო სხდომა 16 ოქტომბერს 14:00 საათისათვის ჩაინიშნა.