9 ოქტომბერს, დაახლოებით 20:00 საათზე ახალციხელის 15 ნომერში ხანძრი გაჩნდა, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლის სათავსო დაიწვა. ოჯახის წევრები გამომწვევ მიზეზებს ვერ ასახელებენ.
სათავსოს მეპატრონე მიშა მამუკაშვილი ამბობს, რომ მეუღლესთან ერთად სახლში შინდს არჩევდა, როდესაც ცეცხლი შენიშნა. მისივე განმარტებით, სათავსოში საწვავი შეშა ჰქონდა მოთავსებული.ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო–სამაშველო სამსახურის სამი ბრიგადა და საპატრულო პოლიცია. შემთხვევის გამო, ახალციხელისა და მის მიმდებარე ქუჩებზე ელექტროენერგია ნახევარი საათით გაითიშა.
ხანძარი, ამ დროსათვის ლიკვიდირებულია.