შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა თაღლითობისათვის -ეს განაჩენი ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სოფელ ხერთვისის მაცხოვრებლის დავით ჯაბანაშვილის წინააღმდეგ გამოიტანა.
დაცვის მხარე მარიკა ჩიტაშვილის მიერ გამოტანილი განაჩენის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს. „მეცხრე არხთან“ იოსებ ხითარიშვილი განმარტავს, რომ საქმე სამოქალაქო დავა იყო და სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით არ უნდა განხილულიყო, სწორედ ამიტომ ადვოკატს დღევანდელი გადაწყვეტილება უსაფუძვლოდ მიაჩნია.
შეგახსენებთ, რომ ჯაბანაშვილმა სოფელ გოგაშენში მცხოვრებ ლერი თაქთაქიძისაგან 300 სული ცხვარი და 12 ბატკანი წაიყვანა, რომელიც 60 000 ლარის ღირებულებას შეადგენდა, თუმცა მან მოვალეს თანხის მხოლოდ ნაწილი გადაუხადა, რის გამოც თაქთაქიძემ პროკურატურას მიმართა. ჯაბანაშვილს ბრალი სისიხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით ედებოდა რაც თაღლითობას გულისხმობს.