ხალციხის გენდერის მედიაცენტრში შეხვედრა გაიმართა. გენდერის თემაზე მომუშავე ადიგენის, ბორჯომის, ასპინძისა და ახალციხის გამგეობის წარმომადგენლებმა საკითხის ირგვლივ არსებული პრობლემები განიხილეს და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
როგორც ახალციხის გენდერის მედიაცენტრის დირექტორი განმარტავს, ეს გამგეობის წარმომადგენლებთან პირველი შეხვედრაა. სამომავლოდ კი ისინი გენდერულ საკითხებზე ცნობიერების ასამაღლებლად სხვადასხვა სახის შეხვედრების გამართვას გეგმავენ.
გენდერის მედიაცენტრი საქართველოს რვა ქალაქში ფუნქციონირებს, ყველა მათგანი მედიაორგანიზაციებშია განთავსებული.