სეტყვამ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსავალი გაანადგურა. აწყურში, წინუბანში, გურკელსა და თისელში სტიქია, დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. ადგილობრივების თქმით, მოსავლის გარდა, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები.
ახალციხის გამგეობაში განმარტავენ, რომ დასეტყვილ სოფლებში არსებულ მდგომარეობას სპეციალური კომისია შეისწავლის.
ფოტომასალა “მეცხრე არხს” სოფელ აწყურის მკვიდრმა მეგი გოგოლაძემ მიაწოდა: