ახალციხის რაიონულ სასამართლოში ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის სხდომა გრძელდება.
დღევანდელ პროცესზე, მოწმეები თბილისის ეპიზოდთან დაკავშირებით დაიკითხნენ. შემთხვევის ორმა თვითმხილვევლამა, სასამართლოზე 4 აპრილის ღამე გაიხსენა და პოლიციელებზე თავდასხმის დეტალები აღწერა.
მესამე მოწმედ კი დეტექტივ-გამომძიებელი დაიკითახა. ადვოკატის თქმით, მოწმეების მხრიდან, დღევანდელსა და გამოძიებისათვის მიცემულ ჩვენებებს შორის განსხვავებები იყო, თუმცა კონკრეტულად რომელ ნაწილში შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ამასა დასკვნით სიტყვაში განმარტავს.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ სასამართლო სხდომებს ორი ბრალმდებელი დავით ნეფარიძე და დავით ჩხენკელი ეყოლება. არსებითი განხილვისას, ბრალდებულმა შალვა აბულაძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საპატიმრო დაწესებულებაში მის მიმართ კვლავ არაადამიანური მოპყრობა ხორციელდება, თბილისიდან ახალციხეში ტარნსპორტირებისას საკვებს არ აძლევენ და იურიდიული ლიტერტატურის ტარების უფლება არ აქვს , რომლის საშუალებითაც სხდომაზე საკუთარ ინტერესებს დაიცავს. აღნიშნულთან დაკავშირებით ბრალდებულმა მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილს რეაგირებისაკენ მოუწოდა.