მეუფე თეოდორე, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი საპატიო დოქტორი გახდა. ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტს, აღნშნული წოდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციამ მიანიჭა და სპეციალური სიგელი გადასცა.
როგორც რექტორმა, მერაბ ბერიძემ განმარტა, უნივერსიტეტს მეუფესთან 25 წლიანი თანამშრომლობა აკავშირებს, თუმცა, ამიერიდან მათი ურთიერთობა უფრო გახშირდება. დღესვე სასულიერო პირმა პირველი ღია ლექცია გამართა.მიტროპოლიტმა სტუდენტებისა და პროფესორ–მასწავლებების მიერ რელიგიასა და ქვეყნის ერთიანობასთან დაკავშირებით დასმულ კითხებს უპასუხა. როგორც უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებაში განმარატვენ, საპატიო დოქტორი ახალგაზრდებს ლექციებს პერიოდულად წაუკითხავს.