ახალციხის მერიის მიერ, მეორედ გამოცხადებულ ჰერალდიკის კონკურსში სამი საკონკურსო ნამუშევარი შევიდა. განაცხადის ავტორები ამ დროისთვის უცნობია.
ქალაქის საკრებულოში აცხადებენ, რომ ესკიზებს კომისია ხუთი დღის განმავლობაში განიხილავს და საუკეთესოს დედაქალაქში გააგზავნის.
შეგახსენებთ, რომ მუნიციპალიტეტის სიმბოლოებისათვის კონკურსი მეორედ 20 აგვისტოს გამოცხადდა. პირველი კონკურსის დროს შერჩეული ორი ესკიზი ჰერალდიკის საბჭომ დაიწუნა.