“ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა” ახალციხეში ახალგაზრდებისთვის ღია ლექცია გამართა. შეხვედრა სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა.
ორგანიზაციის ერთ–ერთმა დამფუძნებელმა ტოლერანტობის ძველ და თანამედროვე კონცეფციებზე ისაუბრა. ბექა მინდიაშვილმა ახალგაზრდებს ტოლერანტობის მნიშვნელობა განუმარტა. გარდა ამისა, სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ თავიანთი მოსაზრებები დაეფიქსირებინათ და თემის ირგვლივ კითხვები დაესვათ.
“ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის” წარმომადგენლები ახალგაზრდებს საქართველოს სხვადახვა რეგიონში ხვდებიან.
შეხვედრების მიზანს ტოლერანტობის შესახებ სტუდენტების ინფორმირება და მათში შემწყნარებლობის დონის ამაღლება წარმოადგენს.
სამომავლოდ “ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი” ახალგაზრდებისთვის ესეების კონკურსს გამოაცხადებს, რომლის ფარგლებიც გამარჯვებულებისთვის სხვადასხვა სახის პრიზი დაწესდება. გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაცია სტუდენტებს პროექტების წერაში დაეხმარება.
ავტორები: თიკო კურტანიძე, რამაზ ალავიძე