სამცხე–ჯავახეთის წიწვოვან კორომებში, მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ საბრძოლველად გამოყენებული ფერომონიანი მწერსაჭერების მონიტორინგი დასრულდა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, მიმდინარე წლის განმავლობაში 2 425 ცალი ხაფანგი განთავსდა, რისი საშუალებითაც დაჭერილი და განადგურებულია 3 მილიონამდე მავნებელი.
სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, შემდგომში საერთო ანგარიშის წარსადგენად, მთელი წლის მანძილზე ხაფანგებიდან მიღებული მონაცემების დამუშავება – ანალიზიმი მდინარეობს.
ანგარიშში გათვალისწინებული იქნება განსაზღვრულ ფართობებზე შესაბამისი ღონისძიებების რეკომენდაციები და მავნებლის კონტროლისათვის ალტერნატიული მეთოდების შემუშავება, რაც მიზნად ისახავს აღნიშნულ რეგიონში ტყის სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებას.