ჭაჭარაქელ ფერმერს დათვმა 250–მდე სული ცხვარი დაუგლიჯა. მამუკა ნასიძეს ფარა საზაფხულო საძოვარზე ჰყავდა. შემთხვევა სწორედ ახალქალაქში, აბულის მთაში მდებარე ფერმაში დღეს, 14 აგვისტოს, გამთენიისას მოხდა.
ამ დროისათვის, დაკბენილი ცხოველები ფერმერმა სოფელ ჭაჭარაქში ჩამოიყვანა, ნაწილი დაკლა და ხორცი მაცივრებში შეინახა. ფერმერი “მეცხრე არხთან” აცხადებს, რომ დანარჩენი ცხვრის დაკვლას დილით გააგრძელებს.
მამაუკა ნასიძეს სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივშია გაწევრიანებული, რომლის ფარგლებშიც მის კოოპერატივს 1 600–მდე სული ცხვარი ჰყავდა.