ახალციხეში კოსტავას ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. მეხანძრეების განმარტებით, მნიშვნელოვანი ზიანი არცერთ ბინას მიადგა. დამწვარია 9 ნომერში მდებარე შენობის ორი ბინის სახურავი, აივნები და აივანზე არსებული ნივთები.
ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის 3 ჯგუფი. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც.
შეგახსენებთ, რომ ცეცხლი კოსტავას ქუჩის 9 ნომერში მდებარე კორპუსს 14 აგვისტოს, დაახლოებით, 15:30 საათზე გაუჩნდა.