ახალციხეში კოსტავას ქუჩის 9 ნომერში მდებარე სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი იწვის. თვითმხილველების თქმით, თავდაპირველად, ხანძარი მესამე სართულის ერთ-ერთ აივანზე შეამჩნიეს, მალე ცეცხლი კორპუსის სახურავსაც მოედო.
მაცხოვრებლები ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ვერ საუბრობენ.
ადგილზე მობილიზებულნი არიან სახანძრო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ჯგუფები.