გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე–ჯავახეთის რეგიონულ ფილიალს გიორგი თათეიშვილი უხელმძღვანელებს. კომპანიის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნინო რამიშვილის ინფორმაციით, ბრძანება აღნიშნულის თაობაზე დღეს, 12 აგვისტოს დაიწერა.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში იგი 2010 წლიდან მუშაობს. თათეიშვილს თავდაპირველად შიდა ქართლის რეგიონული ფილიალის შემოსავლების სამმართველოს უფროსის თანამდებობა ეკავა.
2011-2012 წლებში იყო იმერეთი-რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონული ფილიალის მენეჯერი.
2012-2013 წლებში – შიდა ქართლის რეგიონული ფილიალის შემოსავლების სამმართველოს უფროსი.
2013 წლიდან დღემდე – ქვემო ქართლის რეგიონული ფილიალის შემოსავლების სამმართველოს უფროსი.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში მუშაობის დაწყებამდე, გიორგი თათეიშვილი “ყასტრანსგაზში” სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.
დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საინჟინრო ეკონომიური ფაკულტეტი.
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართვლოს ყოფილმა უფროსმა გიორგი ბაგინაშვილმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე 15 ივლისს დატოვა.