,,რესპუბლიკურ ” პარტიას ახალციხის ორგანიზაციის წევრები ტოვებენ.
ქალაქ ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის შემდეგ, პარტიიდან ახალციხის საკრებულოს წევრი, ნინო ანანიაშვილი, ახალციხის თემის საკრებულოდან კი იოსებ კაპანაძე, მერი ხაბეიშვილი და მაია ინასარიძე წამოვიდნენ. საკრებულოს ხუთი წევრის გარდა, პარტია დატოვა შვიდამდე პირმაც. იოსებ კაპანაძე 10 წელია ,,რესპუბლიკელების” წევრია და ამ დრომდე ახალციხის ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. პარტიიდან წამოსვლის მიზეზებზე არც ერთი მათგანი საუბრობს.