მდინარე მტკვარში 33 წლის მამაკაცს გარდაცვლილი იპოვეს.
მაშველებმა მამაკაცი ბორჯომის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა რამდენიმე დღის წინ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელს ჭობისხევისხევთან მოხდა. სამი პიროვნება, მტკვარში ნავით ეშვებოდა, რა დროსაც, ნავი ამოტრიალდა და სამივე მათგანი წყალში ჩაცვივდა. ორმა წყლიდან ამოსვლა შეძლო, ხოლო მესამეს, რომელსაც დამცავი ჟილეტი არ ეცვა დაიკარგა.
საქმეზე გამოძიება სსკ-ს 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.