საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ რეგიონებში გასანაწილებლად ხუთი ერთეული სპეცტექნიკა – ბულდოზერი შეიძინა. ტექნიკა, სამუშაოების ეფექტურად განხორციელების მიზნით, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებს მოემსახურება.
შეძენილი ტექნიკის საერთო ღირებულებამ 385 000 ლარი შეადგინა.