ახალციხის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ამ დრომდე არ დაწყებულა.
აღნიშნულის მიზეზი დეპუტატების არყოფნა გახდა.
თავდაპირველად საკრებულოში “ქართული ოცნების” წევრები არ გამოცხადდნენ, რაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა გააპროტესტეს. სხდომა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” წევრებმა დატოვეს. ჯიმშერ გოგოლაურის თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც უმრავლესობის წარმომადგენლები საკრებულოს სხდომებს არ ესწრებიან.
ქალაქის პირველი პირები, იმისთვის, რომ სხდომა არ ჩაიშალოს დეპუტატების შეგროვებას ცდილობენ.
ახალციხის მუნიციპალიტეტში საკრებულოს სხდომა 10:30 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა კვორუმი ამ დრომდე ვერ დგება.