პროკურორი გელა მაღრაძე ახალციხის მეორე საჯარო სკოლის უფროსკლასელებს შეხვდა და ლექცია– სემინარი ჩაუტარა. ოჯახში ძალადობა, ნარკოტიკები, არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაული, ქურდობა, ძარცვა – ეს ის საკითხებია, რომელზეც ახალციხის რაიონული პროკურატურის წარმომადგენელი ახალგაზრდებს ესაუბრა.
სკოლის მოსწავლეები ფიქრობენ, რომ ძალოვანი უწყების წარმომადგენლებთან შეხვედრა მნიშვნელოვანია, რადგან შეხვედრაზე მიღებული ინფორმაცია, მომავალში სამართალდამცავებთან ურთიერთობაში გამოადგებათ.
ახალციხის რაიონული პროკურატურა ახალგაზრდებს პროექტის „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ხვდება. მსგავსი სახის შეხვედრები საქართველოს მაშტაბით მიმდინარეობს.