მტკვარში დაკარგული ახალგაზრდებიდან კიდევ ორი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს. მაშველებმა მდინარიდან ამჯერად, გოგონების ცხედრები ამოიყვანეს. ნაპოვნ ახალგაზრდებს შორის ერთი მათგანი ჭაჭარაქში სტუმრად იმყოფებოდა, ხოლო დანარჩენი ორი, და-ძმანი არიან. მათი ასაკი19, 20, 22 წელია.
“ცურვა არცერთმა ვიცოდით. მდინარეში საბანაოდ შევედით, რომელიც ერთ ადგილზე ღრმა აღმოჩნდა და წყალში ჩავცვივდით. სამი მდინარემ გაიტაცა, ჩვენ ხელის ჩაკიდება მოვასწარით და ნაპირამდე ასე გამოვედით. სულ ექვსნი ვიყავით “ – ჰყვება ჭაჭარაქის მკვიდრი ა. ი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, თავდაპირველად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შემთხვევის ადგილზე მდინარის დონემ მოიმატა და ახალგაზრდები წყალმა გაიტაცა, თუმცა თვითმხილველებმა აღნიშნული ვერსია უარყვეს.
ადგილზე, ამ დრომდე მობილიზებულნი არიან სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ჯგუფები.