სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა და ქალაქის მერმა, ახალციხის შიდა უბნებზე გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
ქუთაისი, გოგებაშვილი, თაყაიშვილი, გურამიშვილი და მიქუტიშვილი – ეს ის ქუჩებია, რომლებზეც ასფალტის საფარი დაიგება. ამ ეტაპზე გზების მოხრეშვა მიმდინარეობს. როგორც ქალაქის მერი განმარტავს, სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება და 2016 წლისათვის დასრულდება.
შიდა გზების რეაბილიტაციისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონული განვითარების ფონდიდან სულ 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. გიორგი კოპაძის თქმით, გზების მოწესრიგებასთან ერთად, ქალაქში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ფასადიც შეკეთდება.
ახალციხის გარდა, რეგიონული განვითარების ფონდის დაფინასებით, გზების რეაბილიტაცია რეგიონის მასშტაბით მიმდინარეობს. მხარის გუბერნატორის თქმით, ფონდმა სამცხე-ჯავახეთისათვის 22 მილიონი ლარი გამოყო.