ადიგენის მუნიციპალიტეტში საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. აზრთა სხვადასხვაობა ახალი ფრაქციის შექმნის საკითხს მოჰყვა, რის გამოც “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” წევრებმა, პროტესტის ნიშნად, საკრებულოს სხდომა დატოვეს. აღნიშნულის მიზეზი საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობისა” და “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” ახალი ფრაქციის შექმნაზე უარი ეთქვთ. სხდომაზე საკითხის დადებითად გადაწყვეტას, საკრებულოს 14 დეპუტატი დაეთანხმა. 15–მა მათგანმა კი ფრაქციის შექმნას მხარი არ დაუჭირა.
“გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობისა” და “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” წარმომადგენლები საკრებულოს სხდომის დღევანდელი გადაწყვეტილების, სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ.
შეგახსენებთ, რომ ფრაქციის ჩამოყალიბებაზე უარი პირველად, იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე ეთქვათ. მეორედ კი ბიუროს სხდომაზე.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრები, საკრებულოს მხრიდან მიზანმიმართულ ქმედებას უკავშირებენ.