ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი დასრულდა. სამივე ეტაპი წარმატებით 7–მა კონკურსანტმა გაიარა. ისინი ადგილობრივ თვითმმართველობაში მომავალი კვირიდან დასაქმდებიან.
კონკურსის ბოლო ეტაპი, ანუ გასაუბრება, ადგილობრივ თვითმმართველობაში 24 ივნისს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 21–მა პირმა მიიღო, ხოლო სამხედრო აღრიცხვის ატესტაცია 2 –მა მათგანმა გაიარა.
შეგახსენებთ, რომ ადიგენის მუნიცპალიტეტის გამგეობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი 26 ივნისს 6 პოზიციაზე გამოცხადა.