ასპინძის მუნიციპალიტეტში, ვარძიამდე მისასვლელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთი ადამიანი დაშავდა. 13 წლის მოზარდს, ამ წუთებში, “უნიმედი სამცხეში” ზედა კიდურებზე ოპერაცია უტარდება, მედიკოსები ცდილობენ მას სისხლდენა შეუჩერდეს.
“მეცხრე არხის” ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე, რომ მოზარდის მდგომარეობა მძიმეა, დედაქალაქიდან უკვე გამოძახებულია კატასტროფის ჯგუფი, დაზარალებულის თბილისში გადასაყვანად.
სავარაუდოდ, შემთხვევისას ავტომობილში ბებია, ბაბუა და შვილიშვილები იმყოფებოდნენ.ისინი ვარძიის ისტორიული კომპლექსის მოსანახულებლად იმყოფებოდნენ და უკან ბრუნდებოდნენ.
დაზარალებულები უცხო ქვეყნის, სავარაუდოდ, ისრაელის მოქალაქეები არიან.
შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 276 -ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობის დარღვევას გულისხმობს.