აბასთუმნის მთაში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. “მეცხრე არხის” ინფორმაციით, ავტომობილი, რომელშიც ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, ხრამში გადავარდა. ორი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მძღოლი, ორ ადამიანთან ერთად, ახალციხის კლინიკა “იმედშია” გადაყვანილი.
შსს აღნიშნულს ადასტურებს. მათივე ინფორმაციით, გამოძიება 276–ე მუხლის მე–5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
“მეცხრე არხის” ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი ახალციხელი ექიმი ვ.მ–ა, რომელიც მუშაობს, როგორც “უნიმედი სამცხეში”, ასევე, კლინიკა “იმედში”. სამედიცინო დაწესებულებაში იგი მრავლობითი მოტეხილობით შევიდა. მედიკოსთა განმარტებით, მისი მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ვ.მ.–ის მეუღლისა და კიდევ ერთი პიროვნების სიცოცხლეს, რომლებიც ასევე, ავტომობილში იმყოფებოდნენ, საფრთხე არ ემუქრებათ.
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილები ექიმ ვ.მ–ის დედა და ბიძა არიან.