თბილისში
სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად წამოწყებულ აქციას,
დღეს ადიგენის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა.
სურსათისა და პირველადი მოხმარების ნივთების მიტანა, ნებისმიერ მოქალაქეს, ადმინისტრაციულ შენობაში შეუძლია.
სოფლის მოსახლეობამ ჰუმანიტარული ტვირთი თემის რწმუნებულებს უნდა მიაწოდოს, ისინი კი შეგროვებული ნივთების დაბაში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფენ.
ნივთების შეგროვების გარდა, სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად, გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები, ხელფასიდან თანხის ნაწილს გადარიცხავენ.