13-14 ივნისს თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული ტვირთისა და ფულადი დახმარების შეგროვება, ასპინძის მუნიციპალიტეტშიც დაიწყო. აქციაში ჩართვა ნებისმიერ მსსურველს შეუძლია.
გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები ფულად თანხას, პირველადი მოხმარების ნივთებს, საყოფაცხოვრებო პროდუქტებსა და ტანსაცმელს აგროვებენ. პარალელურად, მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარეობს მოსახლეობისაგან საჭირო ნივთებისა და პროდუქტების შეგროვება, რასაც ორგანიზებას გამგებლის წარმომადგენლები და საკრებულოს დეპუტატები უწევენ.
დახმარების მსურველებს პროდუქტების, ტანსაცმელისა და სხვა საჭირო ნივთების მიტანა, ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის პირველ სართულზე შეუძლიათ. (მისამართი: ასპინძა, თამარის ქ.N3)