ახალციხის მუნიციპალიტეტის მერაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი დაიწყო. კონკურსანტები ტესტირებას ახალციხის პირველ და მეორე საჯარო სკოლებში გადიან. პროცესს გამოცდების ეროვნული ცენტრი აკვირდება.
ტესტირება ორ ეტაპად 13 და 14 ივნისს გაიმართება.
კონკურსის მეორე ეტაპზე 69 მონაწილეა მიწვეული.
ახალციხის გამგეობაში კი საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი 14 ივნისს გაიმართება. ტესტირებაზე მიწვეულია 95 კონკურსანტი. პროცესი ახალციხის საჯარო სკოლებში შედგება. ტესტირებას ასევე, გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, 17 ვაკანტურ პოზიციაზე 140 კონკურსანტის 272 განაცხადი შევიდა. კონკურსის პირველი ეტაპი 121–მა მონაწილემ გადალახა. მათ შორის არიან ის კონკურსანტებიც, რომელთაც ტესტირების ეტაპი გამგეობის მიერ გამოცხადებულ წინა კონკურსში წარმატებით გაიარეს. ამიტომ ისინი კონკურსის მეორე ეტაპს აღარ გაივლიან და გასაუბრებაზე იქნებიან მიწვეულნი.